თელავში ნატკორის ტაძრის არქეოლოგიული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნატკორის ადრექრისტიანული ტაძრის არქეოლოგიური კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნატკორის არქეოლოგიური კვლევის ისტორიულ და წყაროთმცოდნეობით საკითხებზე საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა მანანა სანაძემ ისაუბრა, ნატკორის ტაძრის გათხრების პროექტსა და მნიშვნელობაზე კი პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა. გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები საზოგადოებას არქეოლოგმა გიორგი მწყერაძემ გააცნო.
შეხვედრას, ეპარქიის სამღვდელოებასთან და აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.