თელავში, ნაზი ბენიძის სახელობის ქუჩაზე, დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა გზის 390-მეტრიანი მონაკვეთი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.