თელავში მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩაზე მდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შედეგად, მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მიერთებები.
პროექტი, რომელიც 7 ჩიხის – გზის 1 028 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 350 654 ლარს.