თელავში მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა, სოფლების – შალაურისა და ვარდისუბნის მიმართულებით.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის გაზრდისა და დამატებითი მარშრუტების დაგეგმვის მიმართულებით.

ავტობუსი იმოძრავებს შალაურის მიმართულებით შემდეგი გრაფიკით:

აგრარული ბაზარი ჭავჭავაძის ქუჩა წრიული ( ყოფილი ,,თი ბი სი,, ბანკის მიმდებარედ); თამარის ქუჩა სამხედრო დააახლება ( #2 საჯარო სკოლა); #8 საჯარო სკოლა.

შალაური თამარის ქუჩა წრიული ( ყოფილი ,,თი ბი სი,, ბანკის მიმდებარედ); ჭავჭავაძის ქუჩა აგრარული ბაზარი ქეთევან წამებულის ქუჩა; ერეკლე II-ის გამზირი საავადმყოფო კოლეჯი; უნივერსიტეტი; 9 აპრილის ქუჩა; ცენტრალური მოედანი; აგრარული ბაზარი.

ავტობუსი იმოძრავებს ვარდისუბნის მიმართულებით შემდეგი გრაფიკით:

აგრარული ბაზარი; აღმაშენებლის ქუჩა; ვარდისუბნის წრიული ალავერდის ქუჩა; ვარდისუბანი, შატომერე ჭავჭავაძის ქუჩა (მაწანწარა); ქეთევან წამებულის ქუჩა; ყადორი ერეკლე II-ის გამზირი; არსენიშვილის ქუჩა; პოლიკლინიკა; ფალიაშვილის ქუჩა; საავადმყოფო; უნივერსიტეტი; 9 აპრილის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; ჭავჭავაძის ქუჩა (#9 საჯარო სკოლა); აგრარული ბაზარი.