თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება.

თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის დაგება ხორციელდება თბილისის გზატკეცილზე მდებარე N1, N3, N5, N7 და N18 კორპუსების ეზოებში.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 624 983 ლარს.