თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასრულდა ავთანდილ გულიაშვილის სახელობის ქუჩაზე მდებარე #9 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია, სადაც სწორედ დღეს დაიგო ასფალტის საფარი.