თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა.
ასფალტის საფარი დაიგო ალაზნის გამზირზე მდებარე 24-ე კორპუსის ეზოში, გარდა ამისა, მოეწყო ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.