დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მერის მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა, დაათვალიერეს ქეთევან წამებულის სახელობის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, სადაც უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტების სამუშაოები განხორცილდა N5, N7 და N9 კორპუსების ეზოებსა და ტროტუარებზე.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისმა ღირებულებამ შეადგინა 215 900 ლარი.