კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს, რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელძღვანელს საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვს და დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელს ნატო-ში დავიდ კორს შეხვდა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საკონტაქტო საელჩოების მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე და სამომავლო ურთიერთთანამშორმლობაზე შეთანხმდნენ.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის მანძილზე მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქართველოში.
დღეს, თელავში, თეატრის წინ მოეწყო მოძრავი საელჩო, სადაც მოქალქეებს და დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ინფორმაციას საელჩობის მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.