თელავის მუნიციპალიტეტში, მოყინული გზების გამო, დროებით შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან მიმდინარეობს გზების გაწმენდა, იყრება ტექნიკური მარილი.
დღის განმავლობაში ავტობუსების გადაადგილება აღდგება გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე.