თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.
მთვარელიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგება იგეგმება, რისთვისაც წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მერიის ცნობით, თამარისა და რობაქიძის ქუჩების კვეთაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა, რის შემდეგაც ბორდიურებისა და გზის ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა განხორციელდება.