თელავში მდებარე ჭადრის ხეს შესაძლოა დაცული ხის სტატუსი მიენიჭოს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ, თელავის ისტორიული ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილა.

საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, ჭადრის ხის დაცვის მიზნით 2024 წელს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებისა და სამუშაოს განხორციელება.

ქალაქ თელავში მდებარე ჭადრის ხე საქართველოში აღრიცხული ჭადრის საუკუნოვანი ეგზემპლარებიდან ყველაზე ასაკოვანია. შესაბამისად ჭადარი, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ხე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს, ამავდროულად არის კულტურული ღირსშესანიშნაობა და საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს. შესაბამისად კომისია მიზამშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი წარედგინოს ბიუროს, – განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა.