თელავში მაჩაბელის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში დასრულდა მაჩაბლის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 430მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ამასთან, მოწყობილია ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 257 900 ლარი.