დღეს, თელავში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, გაეროს ლტოლვილთა უმაღესი კომისრის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარადა.
ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებებისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 1993 წლიდან მუშაობს თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, ასევე დევნილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის საკითხებზე.
„დღეისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ინტეგრაციის საკითხი, რაშიც განსაკუთრებული როლი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მიმღებ საზოგადოებას ენიჭებათ. უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის ზრდამ, კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ინფორმაციის გავრცელების საჭიროება იმის შესახებ თუ რა უფლებებით სარგებლობენ როგორც უკრაინელი ასევე სხვა ქვეყნიდან ლტოლვილი ადამიანები. მიგრაციის ეფექტიანი მართვა მოითხოვს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მეტ კოორდინაციას. სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის როლის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება, რისკენაც პირველი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებაა.“ – აღნიშნეს მომხსნენებლებმა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.