თელავში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში მიმდინარეობს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც დღეს, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო 318მ სიგრძის გზაზე.
დღესვე, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩის სრულ სიგრძეზე მოწყობილია ბორდიურები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 157 796 ლარს და ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.