თელავში დასრულდა 40 წლიანი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უკვე ტრადიციად ქცეული მოვლენის უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი თელავის კულტურულ ცხოვრებასა და წლის კალენდარში ერთ-ერთ გამორჩეულ სადღესასწაულო მოვლენას წარმოადგენს. თელავი ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში, რეგიონის მუსიკალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი ხდება და ათასობით სტუმარს მასპინძლობს.
ფესტივალი საგანმანათლებლოა და თელაველი ნორჩი მუსიკოსებისათვის მასტერკლაკლასების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის განსაკუთრებულით საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებლები და მხარდამჭერები, ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი და ედუარდ ბრუნერი, თელავის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ.