თელავში დაიწყო კავკასიონის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 490-მეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის შეცვლა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 828 000 ლარს.