თელავში, კავკასიონის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაიწყო 561მ სიგრძის გზის მოასფალტების სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს საპროექტო მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა, ასევე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორი ფენის დაგებას, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, შეადგენს 648 000 ლარს.