თელავში კავკასიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში მიმდინარეობს კავკასიონის ქუჩის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის გამზირიდან, სეხნიაშვილის ქუჩის კვეთამდე.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია კავკასიონის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის და ორმხრივი ტროტუარის მოწყობა.
კავკასიონის ქუჩის მოასფალტება დაიწყება გზის ფეხით სავალი ნაწილის და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარის ოდენობით.