თელავში იოსებ ნონეშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში მიმდინარეობს იოსებ ნონეშვილის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება მოხდება 873 მეტრი სიგრძის გზაზე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული  სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 510 913 ლარის ოდენობით.