თელავში აქტიურად მიმდინარეობს თინათინ ბურბუთაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის 515-მეტრიან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარის მეორე ფენა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 350 772 ლარს.