თელავში თეთრიანისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარი იცვლება

თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს თეთრიანისა და გურამ რჩეულიშვილის სახელობის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეცვლა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის როგორც თეთრიანის, ისე რჩეულიშვილის ქუჩაზე შეცვლილია წყლის გაყვანილობა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება 450 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, რომელიც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ღირებულება შეადგენს 227 000 ლარს.