თელავში თამარის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავში დაიწყო თამარის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 710 000 ლარს, რომელიც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემის, ტროტუარის, ახალი ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობას.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება 690-მეტრიან გზის მონაკვეთზე, ოსტროვსკის ქუჩის კვეთამდე.
შეგახსენებთ, რომ თამარის ქუჩის პირველი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა გასულ წელს.