თელავში ეროვნული სამოსის დღე კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა

18 მაისს საქართველოში აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმისა და მეფე ერეკლე II-ის სასახლის ეზოში, მოეწო კოსტიუმირებული მსვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სტუდია “სოლეის,” ანსამბლ “მართვეს,” “კავკასიონის,” “წინანდლისა” და “როკვას” ჩართულობით.