თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წვევამდელებმა, სამხედრო ფიცი დადეს.
სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მიულოცეს.
წვევამდელები ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში 8 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
ფიცის მიღების საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა, ტრადიციულად, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი კურსი ტაქტიკურ, სამედიცინო, კავშირგაბმულობის, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებაში გაიარეს.
იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საბრძოლო მომზადების დროს საუკეთესო შედეგები გამოავლინეს, მადლობის სიგელები გადაეცათ.