თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე მდებარე კორპუსების ეზოებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს N1, N2, N6, N8 და N10 კორპუსების ეზოების მოასფალტებასა და კეთილმოწყობას.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 133 520 ლარის ოდენობით.