თელავში, ენდურო კროსის დისციპლინაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის II ეტაპი.

თელავის მოტოდრომზე, ენდურო კროსის დისციპლინაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის II ეტაპი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატს ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ტურნირში მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფულადი საჩუქრებითა და სიმბოლური პრიზებით.