14 აპრილს საქართველოში აღინიშნება ქართული ენის დღე, რასთან დაკავშირებითაც, თელავში ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილმა მადლობის სიგელები გადასცეს სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს, რომლებიც დაჯილდოვდნენ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის.