დღეს, თელავში, მასშტაბურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე, ცენტრალურ მოედანზე მისულ დამთვალიერებელს ადგილზე დახვდა მრავალფეროვანი კულტურულ – შემეცნებითი პროგრამა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი, გიორგი ბენაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
საინფორმაციო სივრცეებში წარმოდგენილი იყო კახეთისთვის, როგორც მეღვინეობა – მევენახეობის კუთხისათვის დამახასიათებელი თემატიკა. ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამხედრო ტექნიკა, ასევე, გაიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საზეიმო ღონისძიებები დასრულდა თბილისიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტით.