თელავის მუნიციპალიტეტში, გარდა შიდა საუბნო გზებისა და მთავარი ქუჩების სრული რეაბილიტაციისა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, დაზიანებული ასფალტიანი გზების ორმოული შეკეთების მიზნით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელიც წლის განმავლობაში ამორტიზებული ასფალტის საფარის შეკეთებას ითვალისწინებს, თელავში მოასფალტდა ორაგუბის II ჩიხი.
სამუშაოების ღირებულება შეადგენს 438 497 ლარს.