თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავში დავით აწყურელის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, გარდა საგზაო ნაწილის რეაბილიტაციისა, დაგეგმილი ბორდიურების, ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა.