დღეს, თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე ჩატარდა გიორგი ამისულაშვილის სახელობის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს – თელავი 2012, თელავი 2013, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის და იყალთოს გუნდებმა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I- ადგილი თელავი 2012
II- ადგილი ახმეტა
III- ადგილი ყვარელი
IV- ადგილი თელავი 2013
დღევანდელ ტურნირზე დასახელდა როგორც საუკეთესო მეკარე ნიკა ბახსოლიანი თელავიდან, ასევე, სამი საუკეთესო ფეხბურთელი: თელავიდან, ახმეტიდან და ყვარლიდან.