თელავში გზების რეაბილიტაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა როგორც გზები, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.
დღეს, მოსფალტების სამუშაოები მიმდინარეობს ბურბუთაშვილის სახელობის ქუჩაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჭავჭავაძის გამზირს და ზუზუმბოს დასახლებას, ხოლო ქუჩის სიგრძე 518 მეტრია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბურბუთაშვილის სახელობის ქუჩაზე სწორედ დღეს დაიგება ასფალტის საფარის პირველი ფენა, ამასთან, უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების ღირებულება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 350 772 ლარის ოდენობით.