ყოველწლიურად, 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თელავში დასუფთავების აქცია გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავში გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.