დღეს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნა, რომელიც განხორციელდა სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო თელავში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაცია.
თელავის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. გაიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა მრავალფეროვანი შემეცნებითი, გასართობი აქტივობა.
ღონისძიების დასასრულს, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო დღე დასრულდა თბილისიდან მოწვეული მომღერლების კონცერტით.