თელავში გამართულ მსვლელობას მოქალაქეები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ

დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა. ასევე მოეწყო მსვლელობა, რომელსაც მოქალაქეები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, კახეთის მხარეში სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს.

გამომსვლელებმა, შეკრებილ საზოგადოებას, ოჯახის სიწმინდის, მშობელთა პატივისცემის დღე მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.