დღეს, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან.
ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ანა იორდანიშვილმა.
თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დაცული უძველესი წიგნების გამოფენა, რომლის დათვალიერებაც მკითხველებსა და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ 30 აპრილის ჩათვლით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფოფრმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადასცემს ფულად ჯილდოს.