თელავში, ბავშვთა და მოზარდთა კონკურს-ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, საზეიმოდ გაიხსნა შალვა დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კონკურს-ფესტივალი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალის საიუბილეო, მეათე გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული მონაწილეები და მუსიკოსები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ხოლო კონკურს-ფესტივალის მხარდამჭერებსა და ჟიურის წევრებს გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
გაიმართა კონკურს-ფესტივალის გასული წლის ჯილდოს მფლობელ ნორჩ მუსიკოსთა კონცერტი.
ფესტივალი თელავში გაგრძელდება 2 ივნისის ჩათვლით და მასში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები.