თელავში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ეზოებში რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პარალელურად, სამუშაობი დაწყებულია აღმაშენებლის შესახვევში მდებარე კორპუსების ეზოებშიც, სადაც მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციიპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯტიდან ფინანსდება, 650 000 ლარზე მეტს შეადგენს და გათვალისწინებულია დუმბაძის ქუჩაზე მდებარე #20 და ალაზნის გამზირზე მდებარე #26 და #28 კორპუსების ეზოების რეაბილიტაციაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებულ 12 ეზოში ეწყობა ტროტუარები, სანიაღვრეები და ბორდიურები. შეცვლილია წყლის მილსადენები და მიწისქვეშა კომუნიკაციები.