თელავში, ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს “მუსიკალური ზაფხული 2025” სამზადისი.

თელავში, ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს კონცერტის “მუსიკალური ზაფხული 2025” სამზადისი.
ხვალ, 20:00 საათზე, ბატონის ციხეში, მსმენელის წინაშე წარდგებიან ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, კოტე ყიფიანი, გიორგი ლაფაჩიშვილი, ანსამბლი “შვიდკაცა,” ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ბენდი – ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და დიტო საკანდელიძე, წამყვანები – ეკო ფანგანი და ლაშა წიფლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება იმართება ბაკურ ბაკურაძის რეჟისორობით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.