თელავში ალექსანდრე პუშკინისა და ზურაბ სვიმონიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში ალექსანდრე პუშკინისა და ზურაბ სვიმონიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 220მ სიგრძის გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ცნობით, დღეს, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყო.