თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენები დააჯილდოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ევროპის თასი ძიუდოში, რომელსაც წელს თელავმა უმასპინძლა, დღეს დასრულდა.

დღევანდელი შეჯიბრი გაიმართა ვაჟთა შორის: -73კგ, -81კგ, -90კგ და +90კგ; ხოლო გოგონათა შორის: -57კგ, -63კგ, -70კგ, და +70კგ; წონით კატეგორიაში.

ევროპის თასის ტურნირზე თელაველმა ლუკა რაზმაძემ(-90კგ) და ნინი ჭორმოსიაშვილმა (-70კგ) იასპარეზეს.

მერიის ცნობით, გამარჯვებულები ევროპის ძიუდოს კავშირისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა დააჯილდოვეს და სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.