თელავში, მიმდინარე 2024 წელს, რეაბილიტირდა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული სათადარიგო საფეხბურთო მოედანი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოედანი ბუნებრივსაფარიანია.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელთა ტრიბუნა გათვლილია 400 ადამიანზე და იგი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, მოეწყო სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.