თელავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნაში დასრულდა საბავშვო ბაღის მშენებლობა და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტიურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღი გათვლილია 180 აღსაზრდელზე.
საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები და ბაღისთვის აუცილებელი ყველა სივრცე.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.