2025 წლის 15 მარტს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სტარტი აიღო “სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურმა თამაშებმა.” ამ ეტაპზე თამაშები ჩატარდა ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, შედეგები ასე გადანაწილდა:
გოგონები:
1 ადგილი – თელავის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა.
2 ადგილი – გურჯაანის 4 საჯარო სკოლა.
ვაჟები:
1 ადგილი – ყვარლის 2 საჯარო სკოლა.
2 ადგილი – ლაგოდეხის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმოსავლეთ ზონალურ თამაშებზე.