თელავმა ისტორიული ავტომობილების გამოფენას უმასპინძლა

თელავმა ისტორიული ავტომობილების გამოფენას უმასპინძლა. ავტომობილების გამოფენა თელავში, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, ღონისძიების ხხარდამჭერები არიან – თელავის მუნიციპალიტეტის მერია და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი.

ავტო კლასიკის ყველაზე დიდ გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვისი ავტომობილიც 30 ან მეტი წლისაა.

ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა “Cover city” გააფორმა.