თელავის II საჯარო სკოლამ სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გამარჯვება მოიპოვა.

18 მაისს, თელავში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მინი ფეხბურთში, საქართველოს თავისუფლების თამაშების” (სასკოლო ლიგა) შემდეგი ეტაპი გაიმართა.

თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, თამაშებში მონაწილეობა ოცმა სკოლამ მიიღო, სადაც ფინალში ერთმანეთს ყარაჯლის საჯარო სკოლა და თელავის II საჯარო სკოლა დაუპირსიპრდა.

მატჩი ანგარიშით, 2:1 თელავის II საჯარო სკოლის სასარგებლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფლების თამაშები მიმდინარეობს სპორტის 6 სახეობაში: კალათბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, რაგბში, ჭადრაკში და მინი ფეხბურთში.

ფინალური, დასკვნითი თამაში ჭადრაკში, 26 მაისს ჩატარდება.