თელავის ჩოგბურთის კორტებზე 14 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.

ჩოგბურთში, 14 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის ჩოგბურთის კორტები ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 4 დღის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები, რომლებიც 8 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.