თელავის ჩოგბურთის კორტები, მორიგ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

მორიგ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს თელავის ჩოგბურთის კორტები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 9-14 ივნისს, გაიმართება “რენას და დათოს თასი,” რომლის ფარგლებშიც, თელავს სტუმრობს 16 ქვეყნის, 144 სპორტსმენი. 16 ივნისს, ტურნირის დასრულებისთანავე დაიწყება “სიოს თასი,” რომელიც გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღბს 20 სხვადასხვა ქვეყნის ჩოგბურთელი.
აღსანიშნავია, რომ თელავის ჩოგბურთის კორტები, რომელიც მოთამაშეებს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურნირების სეზონს დახვდა 6 ღია და 2 დახურული, განახლებული კორტით.