თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, სოლომონ გოშაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუჩის სრულ სიგრძეზე, რომელიც 872 მეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაგებულია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ სოლომონ გოშაძის ქუჩის პარალელურად, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში. იყალთოში, შიდა საუბნო (სკოლის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სადაც 375მ სიგრძის გზაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, თელავში დასრულებულია ლესელიძის ქუჩისა და I ჩიხის მოასფალტების სამუშაოები.